Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ხშირად დასმული კითხვები

 

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

სად შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებული ტურისტული მასალებისა და საჭირო ინფორმაციის მოპოვება?
მიმართეთ ვებ-გვერდს
www.viaggiaresicuri.it, ან საქართველოს საელჩოს რომში.

როგორ უნდა მოიქცეს იტალიის მოქალაქე საქართველოში ყოფნისას პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში? რა დოკუმენტს გასცემს საელჩო იტალიის მოქალაქის სამშობლოში დაბრუნებისთვის?
იტალიის მოქალაქემ, რომელმაც დაკარგა, ან რომელსაც მოპარეს პასპორტი, მომხდარის შესახებ უნდა განაცხადოს პოლიციის რომელიმე განყოფილებაში. განცხადება უნდა წარადგინოს საელჩოს საკონსულო განყოფილებაში და თან დაურთოს პირადობის მოწმობის ფორმატის ორი ფოტოსურათი, მგზავრობის დროებითი დოკუმენტის გასაცემად.

არსებობს თუ არა განსაკუთრებული რისკი ან საფრთხე, რომელსაც უცხოელმა მოქალაქემ საქართველოში ტურისტად ყოფნისას ყურადღება უნდა მიაქციოს?
საქართველოში არსებული მდგომარეობისა და უსაფრთხოების ძირითადი წესების დეტალური სურათისთვის, გთხოვთ მიმართოთ ვებ-გვერდს
www.viaggiaresicuri.it.

რა მომსახურებას უწევს საკონსულო განყოფილება საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს?
საკონსულო მომსახურებისა და ამ მომსახურების მიღებისთვის აუცილებელი ფორმალობების ზოგადი სურათისთვის, გთხოვთ მიმართოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებულ ”საკონსულო მომსახურებას
.

როგორია თბილისში იტალიის საელჩოს საკონსულო/სავიზო განყოფილების სამუშაო საათები?
მიმართეთ შესაბამისი განყოფილების ვებ-გვერდს და ბმულებს:
ვიზები
საკონსულო მომსახურება

უცხოელ მოქალაქეს საქართველოში ყოფნისას რა ენის გამოყენება შეუძლია?
მთელ ქვეყანაში რუსული ენა ძირითად უცხო ენად რჩება. დედაქალაქსა და სხვა ტურისტულ ცენტრებში ინგლისური ენა საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.


ადგილი:

Tbilisi

117