Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში (2018 წლის 16-17 ივლისი)

 

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში (2018 წლის 16-17 ივლისი)

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
(2018 წლის 16-17 ივლისი)


იტალიასა და საქართველოს ერთმანეთთან ხანგრძლივი მეგობრობა, თანამშრომლობა ყველა სფეროში და უამრავი სამომავლო გეგმა აკავშირებს. ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობის დასტურად და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, საგარეო საქმეთა მინისტრის ენცო მოავერო მილანეზის თანხლებით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით 16 და 17 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, ქ. თბილისის მერს კახა კალაძეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. ხელი მოეწერა სხვადასხვა ორმხრივ შეთანხმებებს კულტურის, თავდაცვის, ჯანდაცვის, განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების დარგებში. პრეზიდენტი მატარელა სიტყვით გამოვიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პატივი მიაგო ომში დაღუპულთა ხსოვნას და მოინახულა საქართველოს ეროვნულ გალერეა (სადაც ამჟამად იტალიური ხელოვნების სამი გამოფენა იმართება). საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, იტალიის სახელმწიფოს მეთაურმა მონაწილეობა მიიღო ორი ქვეყნის მთავრობების მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმში, რომელსაც იტალიური მხრიდან უძღვებოდა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მიკელე ჯერაჩი. ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიიღო ორი ქვეყნის უმთავრესმა ეკონომიკურმა უწყებებმა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების წარმოების დარგებში მომუშავე იტალიურმა და ქართულმა კომპანიებმა. ბიზნეს ფორუმის ერთ-ერთი პანელი განათლებასა და სამეცნიერო კვლევებს მიეძღვნა.


foto copertina




იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას სადღეგრძელო, რომელიც მან

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამზე წარმოთქვა


16343


ოფიციალურ ვახშამზე პრეზიდენტმა მატარელამ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გულთბილი დახვედრისათვის მადლობა გადაუხადა და სადღეგრძელო წარმოთქვა. პრეზიდენტი მატარელას თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების ხანმოკლე პერიოდში შემდგარი ვიზიტები (პრეზიდენტი მარგველაშვილი იტალიას ოფიციალური ვიზიტით გასული წლის ოქტომბერში ეწვია) და ხედვათა თანხვერა საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ინტენსიური ურთიერთობების დასტურია.
"საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ევროპასა და აზიას შორის ხიდის ფუნქცია. იტალიაც მსგავს დამაკავშირებელ როლს ასრულებდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ჩვენი ქვეყნები დიდი ისტორიული მოვლენების გზასაყარზე მდებარე უძველესი ცივილიზაციების შთამომავლები არიან, იმ გზასაყარზე, რომელმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა დღევანდელი მსოფლიოს სახე და რეალობა".
ამ ორ ქვეყანას აკავშირებს ისეთი ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, მშვიდობა და სწრაფვა დიალოგისკენ სხვა კულტურებთან. იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ევროკავშირთან დიალოგის გაძლიერებას.
პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, გაძლიერდება თანამშრომლობა სამეცნიერო კვლევების, ინოვაციების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში, განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებს დაეთმობა.
"ჩვენ ისტორია გვაერთიანებს, ისტორიაზე მეტად კი - მომავალი".

სადღეგრძელოს სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ:



იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას სიტყვით გამოსვლა იტალიურ-ქართულ ბიზნეს ფორუმზე


16384


იტალიურ-ქართულ ბიზნეს ფორუმზე პრეზიდენტი მატარელა სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა ის დადებითი შედეგები, რომლებსაც საქართველომ - იტალიისა და ევროპის საიმედო პარტნიორმა, სტრატეგიული ადგილმდებარეობით გამორჩეულმა და ორ კონტინენტს შორის არსებულმა დერეფანმა, - მიაღწია.
"თუ საქართველო იტალიას ეკონომიკისთვის საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობს, იტალიას, თავის მხრივ, შეუძლია საქართველოს ეკონომიკური და სოციალური ზრდისთვის ბევრი სასარგებლო ფაქტორი შესთავაზოს. […] ახლა საწარმოების ჯერია, ამგვარი შესაძლებლობებიდან სარგებელი ნახონ, ინსტიტუციებმა კი ეს დიალოგი უნდა წარმართონ და ხელი შეუწყონ".
ხაზი გაესვა ახალგაზრდა თაობაში ინვესტირებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობას.
"ენის სწავლების გაძლიერება, მეტი სასწავლო სტიპენდიის გაცემა, ერთობლივ კვლევებსა და ინოვაციებთან დაკავშირებული პროგრამების ხელშეწყობა - ეს არის ჩვენი სტრატეგია".

სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ:



იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას სიტყვით გამოსვლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში


16392


პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ კმაყოფილება გამოთქვა, რომ შესაძლებლობა მიეცა სიტყვით გამოსულიყო კავკასიის უძველეს აკადემიურ დაწესებულებაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისი დაარსების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავს ემთხვევა.
თავისუფლებისა და თანასწორობის ევროპული იდეალების შთაგონებით შექმნილი 1921 წლის კონსტიტუცია იმის დასტურია, რომ თბილისის ევროპული არჩევანი ქართველი ხალხის გულში და მის ისტორიაში ფესვგადგმული მისწრაფებაა.
უძველესი ისტორიის მქონე ორ ქვეყანას, იტალიასა და საქართველოს, მეგობრობა ჯერ კიდევ იმპერატორ ვესპასიანეს დროიდან აკავშირებთ. ქრისტიანობის დროს ორ ქვეყანას შორის კავშირების არსებობა დასტურდება VI საუკუნის ბოლოდან, პაპი გრიგოლის ეპისტოლეში. ამ მეგობრობას ადასტურებს მრავალრიცხოვანი მოგზაურების, მათ შორის, მარკო პოლოსა და მისიონერი კრისტოფორო კასტელის მიერ დატოვებული ფასდაუდებელი ცნობებიც.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომლემაც საქართველოს პირველი რესპუბლიკა აღიარა და თბილისში ელჩი მოავლინა. იგივე მოხდა 1992 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა ხელახლა მოიპოვა.
საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროსაც კი, ხელოვნებისა და კინემატოგრაფის წყალობით, იტალიასთან კავშირი არასდროს შეწყვეტილა.
რთულ წუთებში იტალია და საქართველო ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებოდნენ. 1968 წელს რამოდენიმე ქართულმა ოჯახმა ბელიჩეს მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს უმასპინძლა. 90-იან წლებში კი, ომის დრამატული ამბებით დაზარალებულ ქართველ ბავშვებს პალერმოელი ოჯახები მასპინძლობდნენ. ამ ბავშვების გამოცდილებიდან შეიქმნა თბილისის იტალიური სკოლა "ცისკარი", რომელსაც დღეს შეუძლია იამაყოს ორენოვანი განყოფილების წარმატებით.
არქეოლოგია, სახვითი ხელოვნება, თეატრი, ინოვაციები, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვა - ამ და კიდევ ბევრ სხვა სფეროში ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდებსა და კულტურას: ერაზმუსის პროგრამის ახალგაზრდები მენტალური თუ მატერიალური საზღვრებისგან თავისუფალი ევროპული ოცნების იმედს წარმოადგენენ.
"იტალია მუდამ იქნება საქართველოს გვერდით, რომელთანაც ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს. ეს არის წარსული, რომელსაც დიდი მომავალი გააჩნია".

სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ:


16389



შეთანხმებები:

 



სტატიები და სიუჟეტები:


ადგილი:

Tbilisi

1069