Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ისტორია

 

ისტორია

იტალიელი დიპლომატების საქართველოში მოღვაწეობის ისტორია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, კერძოდ, რუსეთის მეფის ტახტიდან ჩამოგდებისა და რუსეთში ბოლშევიზმის გამარჯვების პერიოდში იწყება. ამ მღელვარე ისტორიულ ეტაპზე ძველი იმპერიების ნგრევამ კავკასიელ ხალხებს შესაძლებლობა მისცა, რამდენიმე წლით მაინც დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. სხვადასხვა სახელმწიფომ (მათ შორის, იტალიამაც) მაშინვე აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918 წლის მაისი - 1921 წლის თებერვალი) და თბილისში საკუთარი წარმომადგენლები მოავლინა.

საქართველოში იტალიის სამეფოს პირველი დესპანი ვიტორიო ჩერუტი გახლდათ, რომელიც თბილისში 1921 წლის თებერვალში, წითელის არმიის მიერ ქალაქის აღებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩამოვიდა. თავისი ხანმოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩერუტიმ აღწერა ნაშრომში "მოგონებანი მისიაზე კავკასიაში" ("ახალი ანთოლოგია", 1942 წლის 1 ნოემბერი, გვ. 15-25; 1942 წლის 16 ნოემბერი, გვ. 73-92).

           vecchio consolato

                  Vittorio Cerruti

იტალიის სამეფოს ძველი საკონსულოს შენობა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე

ვიტორიო ჩერუტი (ფოტ. ევა ბარეტი)

თბილისში ბოლშევიკური არმიის შემოსვლიდან "რკინის ფარდის" პერიოდის დასრულებამდე, საქართველოს ბედი საბჭოთა კავშირთან იყო დაკავშირებული. გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასრულებამდე თბილისში მოქმედებდა იტალიის სამეფოს საკონსულო. იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა განახლდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, 1992 წლის 11 მაისს.

საქართველოს უახლესი ისტორიის მოვლენებმა თავისი კვალი დაამჩნია ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებს და განამტკიცა იტალიელ და ქართველ ხალხის მეგობრობა. "ვარდების რევოლუციის" შემდგომი პერიოდში ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა. იტალიამ, როგორც შუამავალმა, განსაკუთრებული როლი შეასრულა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს და უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი წილი შეიტანა დევნილი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების საქმეში. ქართველ ხალხს არასდროს დავიწყებია ის სოლიდარობა და მხარდაჭერა, რომელიც იტალიამ გაუწია საქართველოს პოსტ-საბჭოთა პერიოდის ყველაზე მძიმე წუთებში.

საქართველოში იტალიის საელჩო 2000 წლის თებერვალში გაიხსნა. საელჩოს გახსნის დღიდან ერთმანეთს ჩაენაცვლნენ დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები:

  • მიქელანჯელო პიპანი - 2000 წლის 15 თებერვლიდან
  • ფაბრიციო რომანო - 2003 წლის 15 მაისიდან
  • ვიტორიო სანდალი - 2007 წლის 1 აგვისტოდან
  • ფედერიკა ფავი - 2011 წლის 5 სექტემბრიდან
  • ანტონიო ენრიკო ბარტოლი - 2015 წლის 2 სექტემბრიდან
  • ენრიკო ვალვო - 2019 წლის 19 დეკემბრიდან

ადგილი:

Tbilisi

13