საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები:
პრეზიდენტი
პარლამენტი
საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკური სისტემა:
მმართველობის ფორმა: საპარლამენტო რესპუბლიკა
ადმინისტრაციული მოწყობა: 9 რეგიონი, 1 ქალაქი და 2 ავტონომიური რესპუბლიკა
რეგიონები: გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი
დედაქალაქი: თბილისი
ავტონომიური რესპუბლიკები: აფხაზეთი და აჭარა
შენიშვნა: ამჟამად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა (რუსეთისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის გარდა) არ ცნობს მათ დამოუკიდებლობას.
დამოუკიდებლობა: 1991 წლის 9 აპრილი (საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლება)
კონსტიტუცია: წინა კონსტიტუციები მიღებული იქნა 1921 და 1978 წლებში. ამჟამინდელ კონსტიტუციაში, რომელიც მიღებულ იქნა 1995 წლის 24 აგვისტოს და ძალაში შევიდა 1995 წლის 17 ოქტომბერს, მომდევნო წლებში სხვადასხვა ცვლილებები შევიდა.
სამართლებრივი სისტემა: კონტინენტური ევროპის სამართალი
არჩევნებში ხმის მიცემის უფლება: საყოველთაო საარჩევნო უფლება18 წლიდან.
სახელმწიფოს მეთაური: სალომე ზურაბიშვილი (2018 წლის 16 დეკემბრიდან).
არჩევნები: პრეზიდენტი აირჩევა 6 წლის ვადით. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2018 წლის 28 ოქტომბერს.
არჩევნების შედეგები: სალომე ზურაბიშვილი – 59,52%, გრიგოლ ვაშაძე – 40,48%.
აღმასრულებელი ხელისუფლება:
მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (2021 წლის 22 თებერვლიდან).
მთავრობის შემადგენლობა
საკანონმდებლო ხელისუფლება:
ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი, აქედან 30 წევრი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით, 120 წევრი აირჩევა პროპორციული სისტემით. პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით).
ბოლო არჩევნები: გაიმართა 2020 წლის ოქტომბერში.
არჩევნების შედეგები: ქართული ოცნება - 90 მანდატი (60 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით); „ნაციონალური მოძრაობა“-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 36; „ევროპული საქართველო“ – 5; „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4 მანდატი; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4; „მოქალაქეები“ – 2; ლეიბორისტული პარტია - 1 მანდატი.
სასამართლო ხელისუფლება:
უზენაესი სასამართლო (საბოლოო ინსტანციის ორგანო, შედგება სხვადასხვა პალატისგან. მოსამართლეები აირჩევიან არანაკლებ 10 წლის ვადით) და საკონსტიტუციო სასამართლო (შედგება 9 მოსამართლისგან, რომლებიც აირჩევიან 10 წლის ვადით).
მოსამართლეთა დანიშვნა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 წევრს ირჩევს პარლამენტი, 3 წევრს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.
უზენაეს სასამართლოს დაქვემდებარებული სასამართლოები: სააპელაციო სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოები.
საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა და მონაწილეობა:
ADB, BSEC, CD, CE, EAPC, EBRD, FAO, G-11, GCTU, GUAM, IAEA, IBRD, ICAO, ICC, ICRM, IDA, IFAD, IFC, IFRCS, ILO, IMF, IMO, Interpol, IOC, IOM, IPU, ISO, ITSO, ITU, ITUC, MIGA, OAS (დამკვირვებელი), OIF (დამკვირვებელი), OPCW, OSCE, PFP, SELEC (დამკვირვებელი), UN, UNCTAD, UNESCO, UNIDO, UNWTO, UPU, WCO, WHO, WIPO, WMO, WTO
საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და პოლიტიკური სისტემა
2012-03-13

Maeci