Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ეკონომიკური თანამშრომლობა

 

ეკონომიკური თანამშრომლობა


business forum 2
იტალიურ-ქართული ბიზნეს ფორუმი, 2017 წლის 8 მარტი, ქ. რომი


იტალიასა და საქართველოს დიდი ხნის მყარი ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებთ, როგორც სახელმწიფო, ასევე სამეწარმეო დონეზე. სავაჭრო ურთიერთობები გამარტივებულია 2014 წლის ოქტომბერში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ძალაში შესვლის შემდგომ. ვაჭრობის კუთხით, იტალია საქართველოს რიგით მეოთხე პარტნიორია ევროპის, და მეათე - მსოფლიო მასშტაბით.
საქართველოში წარმოდგენილი იტალიური კომპანიების რიცხვი დღითიდღე იზრდება. საკმარისია ვახსენოთ Gruppo Ferrero (თხილის წარმოება), რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი უცხოელი ინვესტორია. საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრაქტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართულია ისეთი უმსხვილესი იტალიური კომპანიები, როგორიცაა Saipem და Salini Impregilo.
საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობათა სანახავად, ჩამოტვირთეთ ჩვენს მიერ მომზადებული საინფორმაციო ცნობარი, ან გაეცანით ჩვენს მიმოხილვას სექტორების მიხედვით.
იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (ISTAT) საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემების სანახავად დააჭირეთ აქ.

ექსპორტის სერვისებთან გამარტივებული წვდომისთვის დააჭირეთ აქ.

საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები საქართველოში

წარმოადგენთ იტალიურ კომპანიას და გსურთ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოში ბიზნესისა და ინვესტირების შესახებ? იხილეთ "Informercatiesteri"-ს გვერდი, რომელიც საქართველოს ეძღვნება.
სხვა სასარგებლო ინფორმაცია და წყაროები ხელმისაწვდომია ჩვენი ვებგვერდის სექციაში "საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები საქართველოში".
ტენდერებისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-პორტალზე "Extender" ან საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები იტალიაში

იტალიაში ბიზნესის შესაძლებლობებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩვენი ვებგვერდის სექციაში "საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები იტალიაში".
გარდა ამისა, იხილეთ იტალიის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული ცნობარები "Doing Business in Italy" და "Why Invest in Italy".

შეთანხმებები

ეკონომიკური სახის ძირითადი შეთანხმებებია:


კომერციული განყოფილება

საელჩოს კომერციული განყოფილება დახმარებას უწევს საქართველოში ვიზიტით ჩამოსულ სამთავრობო დელეგაციებსა და მეწარმეთა მისიებს. აგროვებს, ამუშავებს და გასცემს ინფორმაციას საქართველოში მაკროეკონომიკური გარემოსა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების მდგომარეობის შესახებ. ხელს უწყობს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და დახმარებას უწევს იტალიურ კომპანიებს სასამართლო დავების შემთხვევაში. აწარმოებს ახალ შეთანხმებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს საქართველოს უწყებებთან.

კომერციული ატაშე
commerciale.tbilisi@esteri.it
ტელ: (00995 32) 2996418 (შიდა ნომერი 105)
ფაქსი: (00995 32) 2996415


სააგენტო ICE

სააგენტო ICE საქართველოში მოქმედებს თბილისის წარმომადგენლობის მეშვეობით, რომელიც სააგენტო ICE-ს ბაქოს ოფისს ექვემდებარება და საქმიანობს საქართველოში იტალიის საელჩოს ზედამხედველობის ქვეშ (და მდებარეობს საელჩოს შენობაში). სააგენტოს სერვისებია: იტალიური და ქართული კომპანიებისათვის ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება (ბაზრის დარგობრივი კვლევა და მონაცემთა დამუშავება), მათი დახმარება სხვადასხვა სახის ინიციატივებში და ადგილობრივი კომპანიების იტალიაში მისიების ორგანიზება. დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

27