საქართველო სავსებით სამართლიანად განეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებისკენაც მიმართულია იტალიის მთავრობის განვითარებისა და თანამშრომლობის სამმართველოს პოლიტიკა. ეროვნული ინიციატივების დაგეგმარებისთვის, იტალია შეთანხმებულად მოქმედებს საქართველოს მთავრობასთან და საერთაშორისო დონორებთან, მათ შორის, ევროკომისიასა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელთა მეშვეობით ხდება იტალიის მიერ გაწეული დახმარების დიდი ნაწილის წარმართვა. სხვა წევრი ქვეყნების შემწეობებთან ერთად, ამ ორი ორგანიზაციის მიერ გაწეული დახმარება საერთაშორისო დახმარებების ძირითად წყაროს შეადგენს.
2009 წლის 10 მარტიდან 2010 წლის აპრილამდე მოქმედებდა საელჩოსთან არსებული იტალიის თანამშრომლობისა და განვითარების სამმართველო, რომელმაც განახორციელა მთელი რიგი ინიციატივები 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში დაზარალებულთა დახმარების პროგრამა AID 9194-ის ფარგლებში. განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის მიმართეთ საელჩოს სამდივნოს.