Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

პიანისტთა თბილისის მე-5 საერთაშორისო კონკურსის იტალიური  მხარდაჭერა (2013 წლის 1-14 ოქტომბერი)

თარიღი:

07/11/2013


პიანისტთა თბილისის მე-5 საერთაშორისო კონკურსის იტალიური  მხარდაჭერა (2013 წლის 1-14 ოქტომბერი)

თბილისი - იტალიის ელჩმა ფედერიკა ფავიმ, ტრადიციისამებრ, მონაწილეობა მიიღო პიანისტთა თბილისის მე-5 საერთაშორისო კონკურსის საზეიმო გახსნასა და დახურვაში (http://tbilisipiano.org.ge/?lang=eng). 
კონკურსს, რომელიც საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის ორგანიზებით ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე და ქ. თბილისის მერი უგულავა.
კონკურსში, რომელიც 1 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა იტალიელი პიანისტის ალბერტო ნოზეს კონცერტით, მონაწილეობა მიიღეს თერთმეტი ქვეყნის ახალგაზრდა ნიჭიერმა შემსრულებლებმა, მათ შორის იტალიელმა ჯულიო ბიდაუმ, რომელმაც მეოთხე პრემია მიიღო.
კონკურსის საზეიმო დახურვაზე ელჩმა ფედერიკა ფავიმ იტალიის საელჩოს მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადასცა სკარლატის სონატის საუკეთესო შემსრულებელს.

 

Foto

 

Foto

იტალიის საელჩო საქართველოში მადლობას უხდის 2013 წელს საელჩოს კულტურული საქმიანობის სპონსორებს:

Sponsor


560