Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიის ეროვნული დღე თბილისში. ჯოვანი ალევიმ მსმენელი მოაჯადოვა მუსიკალური პროგრამით "სოლო ფორტეპიანო"

თარიღი:

13/03/2012



იტალიის ეროვნული დღე თბილისში. ჯოვანი ალევიმ მსმენელი მოაჯადოვა მუსიკალური პროგრამით

თბილისი, 2010 წლის 28 მაისი - თბილისში იტალიის ეროვნული დღის, 2 ივნისის აღნიშვნა დიდი ხნის წინ დამკვიდრებული ტრადიციაა. ამჯერად ეს დღე საერთო გატაცებისა და იტალიასა და საქართველოს კულტურულ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორიის ნიშნით ჩატარდა და მუსიკალური კონცერტით აღინიშნა.
გუშინ საღამოს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჯოვანი ალევიმ თავისი ხელოვნებით მოაჯადოვა მრავალრიცხოვანი მსმენელი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, ბიზნესმენებისა და საქართველოშო მცხოვრები იტალიელებისგან შედგებოდა.
ღონისძიება, რომლის ჩატარებაში დიდი წვლილი სპონსორებმა შეიტანეს, ჯოვანი ალევის იტალიასა და მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნებში დაგეგმილი ტურნეს, "სოლო ფორტეპიანოს" ნაწილია: შემდგომი კონცერტები გაიმართება შანხაისა (2010 წლის მსოფლიო გამოფენის ფარგლებში) და ტოკიოში. მუსიკოსმა ასკოლი-პიჩენოდან მსმენებს (მათ შორის, საქართველოს პირველ ლედის სანდრა რულოვსს) შესთავაზა ავტობიოგრაფიული "მუსიკალური მოგზაურობა" და შეასრულა საკუთარი საფორტეპიანო ნაწარმოებები. თითოეული მათგანის შექმნა შთაგონებული იყო მუსიკოსის ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენითა და გარემოებით. გასაოცარია ნაწარმოებების სტილისტური მრავალფეროვნება: "Piano di Bach" ("ერთხელ წარმოვიდგინე, რომ დიდი კომპოზიტორი იოჰან სებასტიან ბახი დისკოთეკას ეწვია: ვნახოთ, რა მოხდა"), "Monolocale 7.30 a.m."დაწერილია ჩემს პირველ სახლში, მილანში"), "Panic" ("ეს კომპოზიცია დაიბადა სასწრაფო დახმარების მანქანაში, პანიკის პირველი შეტების დროს"), "Piano Karate" ("ორთაბრძოლა ჩემსა და ფორტეპიანოს შორის, სადაც მნიშვნელოვანი გამარჯვებულის ვინაობა კი არა, საკუთარი საზღვრების შეცნობაა").
საელჩოს მიერ ახალგაზრდა ქართველი ტალანტების მხარდაჭერისა და მათ განათლებაში წვლილის შეტანის ნიშნად, ალევის მონაწილეობა იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კონცერტით არ შემოიფარგლა: კონცერტის წინა დღეს გაიმართა მასტერ კლასი კონსერვატორიის სტუდენტებისთვის. "ძალიან თბილი შეხვედრა გამიმართეს და ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი", - აღნიშნა იტალიელმა მუსიკოსმა, რომელიც არ გამორიცხავს საქართველოში დაბრუნებასა და კონცერტის გამართვას ფართო აუდიტორიისთვის.
კონცერტი დაიწყო ორი ქვეყნის ეროვნული ჰიმნებით, რომლებიც შეასრულა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდმა, და დასრულდა ელჩის ვიტორიო სანდალის მიერ გამართული წვეულებით. ელჩმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საელჩოს ინიციატივა ერთ-ერთი მაგალითია "იტალიასა და საქართველოს შორის ინსტიტუციურ, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ დონეზე არსებული ძლიერი და მყარი კავშირებისა, რასაც მოწმობს საწარმოები, ადგილობრივი ორგანიზაციები, კულტურული ინსტიტუტები და საზოგადოებები. ეს კავშირები ქმნის ორ ქვეყანას შორის მზარდი ინტეგრაციის ფენომენს".


318