Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიის საელჩო საქართველოში არჩევს სპონსორებს 2013 წელს კულტურის სფეროში საქმიანობისთვის

თარიღი:

07/12/2012


იტალიის საელჩო საქართველოში არჩევს სპონსორებს 2013 წელს კულტურის სფეროში საქმიანობისთვის

თბილისი, 2012 წლის 7 დეკემბერი - 2011 და 2012 წლების ”სპონსორიზაციის გეგმების” წარმატებით განხორციელების შემდეგ, იტალიის საელჩომ საქართველოში წელსაც გადაწყვიტა კულტურის სფეროში თანამშრომლობისთვის სპონსორების შერჩევა. დღეს გამოქვეყნდა ამასთან დაკავშირებული შეტყობინება,  რომლის თანახმად მხოლოდ წერილის გაგზავნაა საჭირო.


2011 და 2012 წლების ”სპონსორიზაციის გეგმები” გამოირჩეოდა გამჭვირვალობითა და ეფექტურობით, სპონსორებს მიეცათ საშუალება წარმოჩენილიყვნენ საელჩოს მიერ ორგანიზებული მაღალი დონის კულტურული ღონისძიებების დროს, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საიტზე: www.ambtbilisi.esteri.it, კულტურის გვერდზე.


სპონსორებს წელსაც მიეცემათ საშუალება, განათავსონ საკუთარი სავაჭრო ნიშანი ან ლოგო საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების მოსაწვევებზე, ბროშურებზე, ფლაერებსა და პლაკატებზე. სპონსორები შეძლებენ საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას გააჟღერონ, რომ არიან ”საქართველოში იტალიის საელჩოს 2013 წლის კულტურული საქმიანობის სპონსორები”. ”ძირითადი სპონსორები” შეძლებენ განათავსონ საკუთარი ლოგო ერთი წლის განმავლობაში საელჩოს ვებგვერდზე, რაც,  კომუნიკაციის განხორციელებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად, დამსახურებულად იქნა ჩართული იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ”მუშაობის საუკეთესო მეთოდში” ("buone prassi"). ”ძირითადი სპონსორების” წარმომადგენლები ასევე მონაწილეობას მიიღებენ პრესკონფერენციებში, რომლებიც გაიმართება საელჩოს მიერ ორგანიზებული კულტურული ღონისძიებების ფარგლებში.|


2013 წელსაც იტალიის საელჩო საქართველოში გეგმავს კულტურული ღონისძიებების ფართოდ გაშუქების მეშვეობით, მხარი დაუჭიროს იტალია-საქართველოს ურთიერთდაახლოების სტრატეგიას, სადაც ”გადამწყვეტი ფაქტორის” როლს ეკონომიკური ურთიერთობები ასრულებს.

  • დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ იტალიის საელჩოს კომერციულ ატაშეს, ბატონ ფაბრიციო ბოვინოს, შემდეგ მისამართზე: commerciale.tbilisi@esteri.it
  • საელჩოს საიტის კულტურული თანამშრომლობის გვერდი: /Ambasciata_Tbilisi/Menu/I_rapporti_bilaterali/Cooperazione+culturale/

466