ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

განსაკუთრებული სტუმარი „იტალიის საელჩოს თასზე”, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის მტკიცე საფეხბურთო მეგობრობის აღსანიშნავად უკვე მეორედ გაიმართა

მილანის “ინტერის” ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ შეჯიბრში მონაწილე ორი ახალგაზრდული გუნდი (“ინტერის აკადემიისა” და “საბურთალოს” გუნდები) დააჯილდოვა, შემდეგ თბილისში იტალიის რეზიდენციას ესტუმრა და იტალიის საელჩოს საჩუქრად “ინტერის” ექსკლუზიური სამახსოვრო შავ-ლურჯი მაისური გადასცა.

როგორც საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ აღნიშნა, ხავიერ ძანეტის სტუმრობა “იტალიის საელჩოს თასის” ახალგაზრდა მონაწილეებისთვის განსაკუთრებულად სასიხარულო იყო. შეჯიბრება, რომელიც სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით ყოველწლიურად იმართება, მძლავრი გზავნილია საფეხბურთო აკადემიებისთვის, რომელთა მიზანი არა მხოლოდ ახალგაზრდებში სპორტული უნარების გაძლიერებაა, არამედ ახალგაზრდა თაობების განვითარების ხელშეწყობაცაა.

იტალიური საფეხბურთო კლუბი საქართველოში მოქმედებს 2021 წლიდან, „ინტერის აკადემია საქართველოს” ფარგლებში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო იტალიის საელჩოსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ ერთობლივად განხორციელებული “იტალიის საელჩოს თასის” გათამაშებაში.

თვალყური გვადევნეთ და არ გამოგრჩეთ საელჩოს სპორტთან დაკავშირებული ინიციატივები!

სტატიები და სიუჟეტები:

ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სტატია, 21.04.2023
Georgia Today – სტატია, 22.04.2023
Agenda.Ge – სტატია, 23.04.2023
The Messenger – სტატია, 24.04.2023
ტვ იმედი, გადაცემა “ქრონიკა” – სიუჟეტი, 24.04.2023