ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

INPS: უცხოეთში რეზიდენტი პენსიონერების ცოცხლად ყოფნის დადასტურების კამპანია 2022/2023 წლებისთვის

INPS (სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტი) იტყობინება, რომ დაიწყო ცოცხლად მყოფი უცხოეთში მცხოვრები პენსიონერების აღრიცხვის კამპანია 2022/2023 წლებისთვის. კამპანიის პირველი, 2022 წელთან დაკავშირებული ეტაპი, რომელიც დაიწყება ა.წ. თებერვალში და დასრულდება ა.წ. ივნისში, ეხება ამერიკის კონტინენტების, აზიის, შორეული აღმოსავლეთის, ასევე, სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და მათ მოსაზღვრე ქვეყნებში (მათ შორის, საქართველოში) რეზიდენტ პენსიონერებს. საბანკო ინსტიტუტი CITIBANK 2022 წლის 7 თებერვლიდან გაუგზავნის საქართველოში მცხოვრებ პენსიონერებს ცოცხლად ყოფნის დადასტურებასთან დაკავშირებულ ფორმულარებს, რომლებიც შევსებული და გაგზავნილი უნდა იქნას 2022 წლის 7 ივნისამდე. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების პროცედურა აღნიშნულ ვადაში არ განხორციელდა, 2022 წლის ივლისისთვის პენსიის გადახდა იწარმოებს (ნაღდი ანგარიშსწორებით) რეზიდენტობის ქვეყანაში მოქმედ “Western Union”-ის სააგენტოში. იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი არ დაადასტურებს პენსიის პირადად მიღებასა ან ცოცხლად ყოფნას 2022 წლის 19 ივლისამდე, მას პენსიის გადახდა 2022 წლის აგვისტოს თვიდან შეუჩერდება. საქართველოში მცხოვრებ პენსიონერებს შევახსენებთ, რომ ცოცხლად ყოფნის დადასტურებასთან დაკავშირებული ფორმულარის ბინაზე მიღების შემდეგ, შემოწმების შესაბამისი პროცედურის გასავლელად, პენსიონერები უნდა გამოცხადდნენ იტალიის საელჩოში თბილისში. ამის შემდგომ, პენსიონერებმა ჯეროვნად შევსებული და ხელმოწერილი ფორმულარის დედანი, განმარტებით ბარათში მითითებულ ვადაში უნდა გააგზავნონ შემდეგ საფოსტო მისამართზე: CITIBANK, PO Box 4873, Worthing BN99 3BG, United Kingdom.

იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერმა არ მიიღო CITIBANK-ის მიერ გამოგზავნილი ფორმულარი, მას შეუძლია მოსთხოვოს CITI-ს დახმარების სამსახურს ახალი ფორმულარის გამოგზავნა, ასევე, ელ.ფოსტის მეშვეობით. გაცნობებთ, რომ მოქმედებს ბანკის დახმარების სამსახური იმ პენსიონერებისთვის, ვისაც ცოცხლად ყოფნის დადასტურების პროცედურასთან დაკავშირებით დახმარება ესაჭიროება. CITI-ს დახმარების სამსახურთან დაკავშირება შესაძლებელია:

  • ვებგვერდის www.inps.citi.com მეშვეობით;
  • მეილის მეშვეობით, რომელიც იგზავნება ელ. ფოსტის მისამართზე inps.pensionati@citi.com;
  • განმარტებით ბარათში მითითებულ სატელეფონო ნომრებზე დარეკვით.