ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

პეზარო-ურბინოს პროვინციის მრეწველობის კონფედერაციის წარმომადგენელთა მისია საქართველოში. მთავარი აქცენტი იტალიური წარმოების მეღვინეობის მანქანა-დანადგარებსა და ქართულ კომპანიებთან მრავალმხრივ ბიზნეს შესაძლებლობებზე

იტალიის საელჩომ მონაწილეობა მიიღო მეღვინეობის მანქანა-დანადგარების მწარმოებელი იტალიური კომპანიების პრეზენტაციაში, რომელიც პეზარო-ურბინოს პროვინციის მრეწველობის კონფედერაციის მიერ , ქართველ პარტნიორებთან, მათ შორის, სხვადასხვა ადგილობრივ კომპანიასა და რომში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიება, რომელიც თბილისში ჩატარდა, შესანიშნავი შესაძლებლობა გახლდათ ეკონომიკური ოპერატორებისთვის ახალი კავშირების მოძიებისა და იმ იტალიური კომპანიების პოტენციალის უკეთ გაცნობისთვის, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების მსოფლიოში წამყვან ექსპორტიორ კომპანიებს წარმოადგენენ.

იტალიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლა იორიომ აღნიშნა, რომ ღვინის წარმოება და მოხმარება იტალიასა და საქართველოსთვის გადაკვეთის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურული და სოციალური კუთხითაც. ასევე, ხაზი გაუსვა იტალიისა და საქართველოს საწარმოო სისტემების ურთიერთქმედების მნიშვნელობასა და ორივე ქვეყნის კომპანიებისთვის არსებულ მრავალფეროვან შესაძლებლობებს.