Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსები გარნიანოში

თარიღი:

17/02/2023


იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსები გარნიანოში

მილანის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ცენტრი SLAM ატარებს იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებს, რომლებიც გაიმართება 2023 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეებში ქ. გარნიანოში (გარდას ტბაზე). კურსების ხანგრძლივობა 3 კვირას (90 საათს) შეადგენს.

კურსებზე სწავლის მსურველი უცხოელებისთვის გამოყოფილია 50 ადგილი. სწავლის მსურველთა ასაკი 18-40 წელია. გარდა ამისა, აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა, სულ მცირე, B1 დონეზე. კურსებზე სწავლის საფასური შეადგენს 550 ევროს, რაც მოიცავს ყველა ხარჯს, მგზავრობის ხარჯების გარდა.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, არაუგვიანეს 2023 წლის 16 აპრილის 12:00სთ-მდე (იტალიური დროით).

დეტალური ინფორმაციისთვის იტალიურ ენაზე დააჭირეთ აქ.
დეტალური ინფორმაციისთვის ინგლისურ ენაზე დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1485