Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

კონკურსი ადმინისტრაციული ასისტენტის 1 (ერთ) პოზიციაზე

თარიღი:

07/02/2023


კონკურსი ადმინისტრაციული ასისტენტის 1 (ერთ) პოზიციაზე

იტალიის საელჩო თბილისში (საქართველო) აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული ასისტენტის 1 (ერთ) პოზიციაზე (ხელშეკრულების ტიპი: უვადო).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადაა 2023 წლის 9 მარტის 23:59სთ (საქართველოს დროით). განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს კონკურსის პირობებში მითითებული წესების დაცვით. კონკურსის პირობებში მოცემულია, ასევე, კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი მოთხოვნები, პირობები და საკონკურსო განაცხადის შესავსები ფორმა.

აღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია განახლდება და გამოქვეყნდება საელჩოს ვებგვერდზე.

პროცედურებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მიმართეთ შემფასებელი კომისიის თავმჯდომარეს ელ.ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it. კონკურსის პირობებში მითითებულია, რომ ამავე მისამართზე ხდება საკონკურსო განაცხადების გაგზავნა.


ადგილი:

Tbilisi

1483