2023 წლის 19 იანვარს იტალიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოში "იტალიური დიზაინის დღის" აღნიშვნას, გაცნობებთ, რომ ინიციატივების შესაძლო თარიღებს დაემატა 2023 წლის 26-31 მარტი (ინიციატივების განხორციელების წესები და პირობები, რომელიც ამ შეტყობინებაში დეტალურად არის აღწერილი, უცვლელი რჩება).
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეტყობინებასა და "იტალიური დიზაინის დღესთან" დაკავშირებული განმარტებებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ. ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it.
განახლებული შეტყობინება "იტალიური დიზაინის დღესთან" დაკავშირებით
2023-02-20

Maeci
ადგილი:
Tbilisi