Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

"იტალიური დიზაინის დღესთან" დაკავშირებული შეტყობინება

თარიღი:

19/01/2023


იტალიის საელჩო თბილისში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იტალიური დიზაინის დღესთან დაკავშირებული ინიციატივის განხორციელებაში. ინიციატივა "იტალიური დიზაინის დღეები საქართველოში - 2023" მიზნად ისახავს არქიტექტურის, დიზაინისა და რესტავრაციის დარგებში იტალიური მიღწევების პოპულარიზაციას.
პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ განაცხადს, შეავსოთ შესაბამისი თანხმობის ფორმა და გააგზავნოთ 2023 წლის 24 თებერვლის 15:00სთ-მდე (საქართველოს დროით) ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it.
დიზაინის დღესთან დაკავშირებული ინიციატივების განხორციელების სავარაუდო თარიღებია: 2023 წლის 9-10 მარტი ან 2023 წლის 22-23-24 მარტი.
ამავე მისამართზე შეგიძლიათ გააგზავნოთ მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

 

განახლებული შეტყობინება

ამ შეტყობინებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ინიციატივების შესაძლო თარიღებს დაემატა 2023 წლის 26-31 მარტი ინიციატივების განხორციელების წესები და პირობები, რომელიც შეტყობინებაში დეტალურად არის აღწერილი, უცვლელი რჩება).


ადგილი:

Tbilisi

1479