ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ასოციაცია “რონდინე, მშვიდობის ციტადელი”: პროგრამა “World House”

1997 წლიდან მშვიდობისა და დიალოგის კულტურის გავრცელებისთვის მოქმედი ასოციაცია “”რონდინე, მშვიდობის ციტადელი” აცხადებს კონკურსს პროგრამაზე World House” სწავლის მსურველთათვის.
პროგრამა მიმართულია 21-დან 28 წლამდე ახალგაზრდა ლიდერებისთვის კონფლიქტური და პოსტ-კონფლიქტური ზონებიდან, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, რომლებსაც უკვე აქვთ (ან ექნებათ 2023 წლის ივლისის თვემდე) მოპოვებული საბაკალავრო ხარისხი.
ასოციაცია დაფარავს ცენტრალური იტალიის უნივერსიტეტებში სამაგისტრო კურსზე სწავლის, იტალიური ენის ინტენსიურ კურსზე დასწრების, ასევე, კვებისა და ცხოვრების ხარჯებს.
განაცხადის წარდგენის ვადაა 2023 წლის 10 იანვარი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ აქ.