იტალიის საელჩო თბილისში მოხარულია აცნობოს საქართველოში არსებულ იტალიურ კომპანიებსა და მათ ქართველ პარტნიორ კომპანიებს, ასევე, საქართველოში მცხოვრებ იტალიურ თემს, რომ "საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაცია" (IWAG) აწყობს ტრადიციულ ზამთრის გამოფენა-გაყიდვას. ღონისძიება გაიმართება 2022 წლის 3 დეკემბერს სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" და მასში მონაწილეობას მიიღებენ საელჩოების, ადგილობრივი პოლიტიკური თუ სამეწარმეო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც ადამიანების დახმარების სურვილი აერთიანებთ.
ზამთრის გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობითა და სტენდის მოწყობით დაინტერესებულებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს ელ. ფოსტის მისამართზე fundraising@iwa.ge. სტენდზე გამოფენილი პროდუქცია გაიყიდება საბაზრო ღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად და შემოსული თანხა, "საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის" მეშვეობით, საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.
იტალიის საელჩო სარგებლობს შემთხვევით და წინასწარ უხდის მადლობას გულუხვობისთვის მათ, ვინც "საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციას" აცნობებს ზამთრის გამოფენა-გაყიდვაში საკუთარი მონაწილეობის შესახებ.
"საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის" (IWAG) საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
2022-10-25

Maeci
ადგილი:
Tbilisi