იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სატყეო პოლიტიკის სამინისტროსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის" თანამშრომლობა გრძელდება მემორანდუმით, რომლის მიზანია იტალიასა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში. მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის დაცვას და არაკეთილსინდისიერი ვაჭრობის აღკვეთას, ითვალისწინებს კომუნიკაციის გაძლიერებას, ინფორმაციის გაცვლასა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმოწერა გადაწყდა 2021 წელს დასრულებული დაძმობილების (Twinning) პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში იტალიის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი წევრი სახელმწიფოს, ხელშეწყობით ხორციელდებოდა.
დეტალები იხილეთ აქ.
ძლიერდება იტალიასა და საქართველოს თანამშრომლობა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროში
2022-08-15

Maeci
ადგილი:
Tbilisi