ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

გამოფენა “იტალიური მარშრუტები. მთა, ალპინიზმი, კლიმატური ცვლილებები”

იტალიური მარშრუტები. მთა, ალპინიზმი, კლიმატური ცვლილებები” – ეს თბილისში იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი გამოფენაა, რომელიც გაიმართება როგორც საქართველოს დედაქალაქში, ასევე, რეგიონულ მუზეუმში. ექსპოზიცია (კურატორი იტალიელი ფოტოგრაფი და მკვლევარი ფაბიანო ვენტურა) იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და არაკომერციული ასოციაცია “Macromicro”-ს პროექტია, რომლის მიზანია მთასა და ალპინიზმთან დაკავშირებული იტალიური კულტურის გაზიარება ფართო საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

გამოფენა შედგება სამი ნაწილისგან (“ზოგადი შესავალი”, “იტალიის მთები” და “სამყაროს ხედვა”), რომლებსაც თან ერთვის ისტორიული მასალა პირველი ექსპედიციების შესახებ. ეს გახლავთ დედამიწის ყველაზე მნიშვნელოვანი მთის სისტემების (ალპების, დოლომიტის, კავკასიონის, ანდების და ჰიმალაის მთების) ამსახველი ისტორიული და თანამედროვე ფოტოსურათების შთამბეჭდავი ექსპოზიცია, რომელიც შესანიშნავად გადმოსცემს მყინვარების მასების დნობისა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას მთის ლანდშაფტზე.

იტალიის საელჩოს მიერ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორ მუზეუმთან (იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმთან და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმთან) თანამშრომლობით ორგანიზებული გამოფენა 15 ივლისიდან 31 აგვისტომდე წარმოდგენილი იქნება თბილისში, იოსებ გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმში (სიონის ქ. 8), ექსპოზიციის სვანეთთან დაკავშირებულ ნაწილს კი, 1 აგვისტოდან 31 აგვისტომდე სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი (მესტია) უმასპინძლებს.

 

სტატიები და სიუჟეტები:

Giornale Diplomatico – სტატია, 13.07.2022
Italiani all’estero – სტატია, 13.07.2022
Georgia Today – სტატია, 18.07.2022
Frontnews – სტატია, 18.07.2022
საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო – სტატია, 19.07.2022
ANSA – სტატია, 19.07.2022
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა “მოამბე” – სიუჟეტი, 19.07.2022
The Messenger – სტატია, 21.07.2022
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია – სიახლე, 01.08.2022
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი – სიახლე, 01.08.2022