Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური ჯაზი ფესტივალზე "თბილისი რიტმი"

თარიღი:

10/06/2022


იტალიური ჯაზი ფესტივალზე

მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისი რიტმი" 15 ივნისს საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტით გაიხსნება. ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე წარსდგება ბრწყინვალე მუსიკოსებისგან შემდგარი ტრიო: ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი, სახელგანთქმული სარდინიელი მესაყვირე პაოლო ფრეზუ, სიცილიელი პიანისტი დინო რუბინო, რომელსაც მუსიკალურმა კრიტიკოსებმა "ფორტეპიანოს პოეტს" ("un poeta al piano") უწოდეს, და უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ვირტუოზი კონტრაბასისტი მარკო ბარდოშა. არ გამოტოვოთ სამი სახელგანთქმული მუსიკოსის კონცერტი და ისიამოვნეთ შესანიშნავი იტალიური ჯაზით! ბილეთების შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიის სალაროში ან ონლაინ.


fresu poster


ადგილი:

Tbilisi

1411