Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ევროკავშირი-საქართველოს პირველი ბიზნეს ფორუმი

თარიღი:

22/06/2022


ევროკავშირი-საქართველოს პირველი ბიზნეს ფორუმი

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნეს ურთიერთობები ძლიერდება. იტალიის საელჩომ თბილისში მონაწილეობა მიიღო ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მიერ ორგანიზებულ „ევროკავშირი-საქართველოს პირველ ბიზნეს ფორუმში", რომელიც ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელებული ახალი ინიციატივის, ევროპული ეკონომიკური პლატფორმის ფარგლებში გაიმართა. ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. იტალიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლა იორიომ ფორუმის მონაწილეებს გააცნო უცხოეთში იტალიური კომპანიების პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) თბილისის წარმომადგენლობის საქმიანობა. წარმომადგენლობა საქართველოში ხელახლა 2020 წელს გაიხსნა და რეგიონული დირექტორის, ანდრეა მაკანიკოს ხელმძღვანელობით კონკრეტულ დახმარებას უწევს იმ იტალიურ და ქართულ კომპანიებს, რომელთა საქმიანობის მიზანი იტალიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაა. თბილისში სააგენტოს წარმომადგენელმა თამარ მდივანმა ფორუმის მონაწილეებს სააგენტოს საქმიანობის დეტალების ამსახველი სტენდი წარუდგინა.
დამატებითი ინფორმაციის მიღება და თანამშრომლობის წინადადებების გაგზავნა შესაძლებელია ელ. ფოსტის მისამართზე: Tbilisi@ICE.it


ადგილი:

Tbilisi

1416