Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

განახლებული ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების თაობაზე

თარიღი:

16/06/2022


განახლებული ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების თაობაზე

თბილისში იტალიის საელჩოს ვებგვერდის მომხმარებელთა საყურადღებოდ: ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მოემგზავრება საქართველოში საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო გზით, 2022 წლის 15 ივნისიდან გათავისუფლებულია კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან.

დახურულ სივრცეში პირბადის ვალდებულების მოხსნის თაობაზე საელჩოს ვებგვერდზე 2022 წლის 3 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 20 ივნისიდან პირბადის გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო აღარ იქნება. პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში.


ადგილი:

Tbilisi

1415