ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

სწავლის შესაძლებლობა: ბრეშას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიები

ბრეშას უნივერსიტეტი გამოყოფს 12 სასწავლო სტიპენდიას იმ საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ 2022/2023 აკადემიურ წელს სწავლა გააგრძელონ სამაგისტრო პროგრამის შემდეგ ინგლისურენოვან კურსებზე:

  • საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მულტიმედია;
  • სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერია;
  • მენეჯმენტი (საერთაშორისო ბიზნესი ან მწვანე ეკონომიკა და ეკოლოგიური მდგრადობა).

სასწავლო სტიპენდია წლიურად დაუბეგრავ 5.250 ევროს შეადგენს.

განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია 2022 წლის 15 მარტის 13:00 სთ-მდე (იტალიური დროით) ონლაინ რეჟიმში.

კონკურსის პირობების იტალიურ ენაზე სანახავად დააჭირეთ აქ.
კონკურსის პირობების ინგლისურ ენაზე სანახავად დააჭირეთ აქ.