იტალიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველების საყურადღებოდ: გრძელდება კანდიდატურების წარდგენა საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის (IEC) და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს (CRUI) ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
განაცხადის წარდგენის ვადაა: 2022 წლის 30 მარტის 18:00 სთ (საქართველოს დროით).
პროგრამის პარტნიორ იტალიურ უმაღლეს სასწავლებლებს ბარის ალდო მოროს სახ. უნივერსიტეტიც შეუერთდა.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://iec.gov.ge/news/italiashi-sastipendio-programis-vadebi-gakhangrdzlivda
იტალიურ-ქართული სასტიპენდიო პროგრამა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებისთვის
2022-03-17

Maeci
ადგილი:
Tbilisi