Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

კატანიის უნივერსიტეტის სასწავლო სტიპენდიები

თარიღი:

09/02/2022


კატანიის უნივერსიტეტის სასწავლო სტიპენდიები

კატანიის უნივერსიტეტში დაიწყო ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქე სტუდენტების ჩარიცხვა, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება 2022/2023 აკადემიურ წელს სამაგისტრო პროგრამის შემდეგ ინგლისურენოვან კურსებზე:

  • ელექტრული ინჟინერია;
  • ავტომატიზაციის ინჟინერია;
  • ქიმიური ინჟინერია;
  • ელექტრონული ინჟინერია;
  • მექანიკური ინჟინერია;
  • კომუნიკაციების ინჟინერია;
  • ფიზიკა;
  • გლობალური პოლიტიკა;
  • მონაცემთა მეცნიერება.

თითოეული კურსის საუკეთესო ხუთი სტუდენტისთვის გამოყოფილია ხუთი სტიპენდია, რომლის ოდენობა წლიურად 2000 ევროს შეადგენს.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 10 თებერვლიდან 18 მარტამდე ვებ-პორტალის https://studenti.smartedu.unict.it/ მეშვეობით.

კონკურსის პირობების იტალიურ ენაზე სანახავად დააჭირეთ აქ.
კონკურსის პირობების ინგლისურ ენაზე სანახავად დააჭირეთ აქ.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1381