Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

საქართველოში პირველი „ინტერის აკადემია“ დაფუძნდა

თარიღი:

27/10/2021


საქართველოში პირველი „ინტერის აკადემია“ დაფუძნდა

კვირას, 24 ოქტომბერს, „იტალიის დერბის“ სახელით ცნობილ, სერია A-ს ტრადიციულ საფეხბურთო დაპირისპირებას, სადაც მოედანზე ერთმანეთს მილანის „ინტერი“ და ტურინის „იუვენტუსი“ ხვდებოდნენ, მთელი მსოფლიოდან 644 მილიონი ტელემაყურებელი და ინტერნეტმომხმარებელი ადევნებდა თვალყურს. მატჩის მიმდინარეობისას საქართველოში პირველი „ინტერის აკადემიის“ დაფუძნებასთან დაკავშირებული ბანერი გამოიფინა. ეს გახლავთ მილანის საფეხბურთო კლუბი „ინტერის“ პროექტი, რომელიც თბილისის “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით ხორციელდება და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ფეხბურთის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების პროფესიულ ზრდას, არამედ, ქართველ ახალგაზრდებში სპორტის ამ სახეობისთვის დამახასიათებელი ფასეულობების (შრომისმოყვარეობის, პასუხისმგებლობისა და თავდადების) განვითარებასაც.

იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიური დიპლომატიისა და მსოფლიო მასშტაბით „made in Italy“-ს ხელშეწყობის ფარგლებში, მხარს უჭერს იტალიასა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებას ფეხბურთის სფეროში, რომელიც იტალიური კულტურისა და ჩვენი „ქვეყნის სისტემის“ პოპულარიზაციის ინსტრუმენტია.

საქართველოში პირველი „ინტერის აკადემიის“ დაფუძნების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.


inter academy 2


ადგილი:

Tbilisi

1358