Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

Let's Recycle in Tbilisi!

თარიღი:

29/09/2021


Let's Recycle in Tbilisi!

სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ბუნებრივ და ლანდშაფტურ სიმდიდრესაც პლასტმასით დაბინძურების საფრთხე ემუქრება. ეს გლობალური პრობლემაა და იტალია მასთან ბრძოლაში ძალისხმევას არ იშურებს.

ამიტომაც იტალიის საელჩო თბილისში პლასტმასის (პოლიეთილენის ტერეფალატის) ბოთლების შეგროვება-გადამუშავებასთან დაკავშირებულ ინიციატივას შეუერთდა. საელჩოს თანამშრომლები ნებაყოფლობით აგროვებენ სახლსა თუ საელჩოში გამოყენებულ პლასტმასის ბოთლებს და საელჩოს შენობასთან დადგმულ სპეციალურ კონტეინერში ათავსებენ.

ეს ხორციელდება "Polyvim LLC"-ის მიერ წამოწყებული "მწვანე რევოლუციის" კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანი ცნობიერების ამაღლება და გარემოს პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურებასთან ბრძოლაა.

ამ ინიციტივაში ჩართვით, იტალიის საელჩო ჩვენი პლანეტის გადარჩენის საქმეში თავის მცირეოდენ წვლილს შეიტანს. გვახსოვდეს, რომ პატარა ჟესტსაც კი, თუ ის მისაბაძი ხდება, დიდი საქმის გაკეთება შეუძლია!


ადგილი:

Tbilisi

1352