Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

კონკურსი მძღოლი/კურიერი/სატელეფონო ოპერატორის 1 (ერთ) პოზიციაზე

თარიღი:

08/07/2021


კონკურსი მძღოლი/კურიერი/სატელეფონო ოპერატორის 1 (ერთ) პოზიციაზე

იტალიის საელჩო თბილისში აცხადებს კონკურსს მძღოლი/კურიერი/სატელეფონო ოპერატორის 1 (ერთ) პოზიციაზე (ხელშეკრულების ტიპი: უვადო).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადაა 2021 წლის 9 აგვისტოს 23:59სთ (საქართველოს დროით). განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს "კონკურსის პირობებში" მითითებული წესის დაცვით. "კონკურსის პირობებში" მოცემულია, ასევე, კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი მოთხოვნები, პირობები და საკონკურსო განაცხადის შესავსები ფორმა.

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, ყურადღებით გაეცნონ "კონკურსის პირობებს", რომელთა ნახვა შესაძლებელია აქ.
  • საკონკურსო განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქ.

აღნიშნული კონკურსის პროცედურებთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაცია გამოქვეყნდება საელჩოს ვებგვერდზე.

პროცედურებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კომისიის თავმჯდომარეს ელ.ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it. "კონკურსის პირობებში" მითითებულია, რომ ამავე მისამართზე ხდება საკონკურსო განაცხადების გაგზავნა.


ადგილი:

Tbilisi

1331