Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

Unisalento4talents, სალენტოს უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა

თარიღი:

03/06/2021


Unisalento4talents, სალენტოს უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა

დაიწყო სალენტოს უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის კურსებზე სწავლის მსურველთა ჩარიცხვა. საერთაშორისო სტუდენტებისათვის გამოყოფილია 25 სასწავლო სტიპენდია.

კონკურსი "Unisalento4talents" მიმართულია იმ საერთაშორისო სტუდენტებისადმი, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება 2021/2022 აკადემიურ წელს სალენტოს უნივერსიტეტის შემდეგ ინგლისურენოვან კურსებზე:

  • ხმელეთისა და ზღვის ბიოლოგია და ეკოლოგია;
  • კომუნიკაციების ინჟინერია და ელექტრონული ტექნოლოგიები;
  • კომპიუტერული ინჟინერია;
  • მართვის ინჟინერია;
  • მასალების ინჟინერია და ნანოტექნოლოგიები.

განაცხადის წარდგენის ვადაა 2021 წლის 15 ივნისი.

დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.


unisalento4talents


ადგილი:

Tbilisi

1326