Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

საქართველო. იტალიის მიერ დაფინანსებული და ეუთოს მიერ განხორციელებული სასმელი წყლის ახალი სისტემის ინაუგურაცია სოფ. ციცაგიანთკარში

თარიღი:

15/06/2021


საქართველო. იტალიის მიერ დაფინანსებული და ეუთოს მიერ განხორციელებული სასმელი წყლის ახალი სისტემის ინაუგურაცია სოფ. ციცაგიანთკარში

2021 წლის 14 ივნისს იტალიის ელჩმა, ენრიკო ვალვომ ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფ. ციცაგიანთკარში სასმელი წყლის ახალი სისტემის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული პროექტი ეუთოს მეშვეობით დააფინანსა იტალიურმა მხარემ 100 ათასი ევროს ოდენობით. ღონისძიებაზე სხვა გამომსვლელებთან ერთად სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი (პროექტის განხორციელებისას ნიშანდობლივია USAID-ის როლი), ასევე ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა შმიდტი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი.

ამ პროექტის წყალობით სოფ. ციცაგიანთკარში მცხოვრებ 144 ოჯახს უკვე სუფთა სასმელ წყალზე მიუწვდებათ ხელი, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თემის კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

როგორც იტალიის ელჩმა ღონისძიებაზე აღნიშნა, ციცაგიანთკარში განხორციელებული პროექტი იტალიის მიერ მხარდაჭერილი და ქვეყანაში ეუთოს მიერ კონფლიქტების მოგვარების სფეროში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტთაგან ერთ-ერთია (მათ შორისაა: მრავალენოვანი განათლება, სოციალური ინტეგრაცია, კონფლიქტურ ზონაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვა). ამას ემატება ერთი მხრივ იტალიის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შიგნით და მეორე მხრივ თბილისის ძალისხმევა კონფლიქტი დიალოგის გზით და მშვიდობიანად მოგვარდეს.


ადგილი:

Tbilisi

1327