ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

63 თვის რაოდენობის სასწავლო სტიპენდია 2021-2022 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2021 წლის 20 ივლისის 16:00სთ-მდე (საქართველოს დროით)

გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. 2021-2022 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 63 თვის რაოდენობის სტიპენდია. სტიპენდიის ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს და მისი მიღება შესაძლებელია 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრამდე (სტიპენდიის განახლების შემთხვევაში: 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრამდე).

იტალიის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის:

  • სამაგისტრო პროგრამები;
  • AFAM-ს კურსები;
  • დოქტორანტურა;
  • პროექტები თანახელმძღვანელობით;
  • კურსები იტალიურ ენასა და კულტურაში (სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ უნივერსიტეტში იტალიური ენის კურსზე).

მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ და მხოლოდ პორტალის Study in Italy მეშვეობით, 2021 წლის 20 ივლისის 14:00 საათამდე იტალიის დროით (2021 წლის 20 ივლისის 16:00 საათამდე საქართველოს დროით).

დაგვიკავშირდით მხოლოდ და მხოლოდ ელ.ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: tbilisi.lettorato@esteri.it (იტალიურ ან ინგლისურ ენებზე).

დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
იტალიურ ენაზე ოფიციალური შეტყობინების სანახავად დააჭირეთ აქ.
ინგლისურ ენაზე ოფიციალური შეტყობინების სანახავად დააჭირეთ აქ.