Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ტუშას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები

თარიღი:

12/05/2021


ტუშას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები

იტალიის საელჩო თბილისში მოხარულია გაცნობოთ ტუშას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობის შესახებ: 2021/2022 აკადემიური წლისთვის ტუშას უნივერსიტეტი (ქ. ვიტერბო) საერთაშორისო სტუდენტებს 40 სასწავლო სტიპენდიას სთავაზობს. თითოეული სტიპენდიის ოდენობა წლიურად 4.860 ევროს შეადგენს.
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით.
კონკურსის პირობებისა და დამატებითი ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ.
კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ.
იტალიის საელჩო, იტალიასა და საქართველოს შორის მჭიდრო კულტურული თანამშრომლობის ფარგლებში, ხელს უწყობს ქართველი ახალგაზრდობის იტალიაში სწავლასა და პროფესიულ ზრდას.


ადგილი:

თბილისი

1319