Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

"Italiana, ენა, კულტურა და კრეატიულობა", ახალი ვებ-პორტალი, რომელიც დღევანდელ იტალიაზე მოგითხრობთ

თარიღი:

05/03/2021


4 მარტიდან ამოქმედდა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი ახალი ვებ-პორტალი "Italiana", რომლის მიზანია იტალიური ენის, კულტურისა და კრეტიულობის პოპულარიზაცია. ვებ-პორტალი, რომელიც რამდენიმე სექციისგან შედგება ("კულტურა და კრეატიულობა", "ენა და განათლება", "შესაძლებლობები" და "ვინ ვართ"), ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც.
სხვადასხვა ვებ-სერიების, დოკუმენტური ფილმების, პოდკასტების, კულტურულ ღონისძიებებთან და პროექტებთან დაკავშირებული სტატიებისა და სიახლების გარდა, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ უცხოეთში მოქმედი იტალიური კულტურის ცენტრების, სკოლების, უცხოურ უნივერსიტეტებში იტალიური ენისა და ლიტერატურის კათედრებისა და იტალიის მიერ დაფინანსებული არქეოლოგიური მისიების საქმიანობასაც.
ვებ-პორტალის პრეზენტაცია გაიმართა 4 მარტს ონლაინ რეჟიმში, სამინისტროს YouTube-ის არხზე.


ადგილი:

Tbilisi

1309