Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსები გარნიანოში

თარიღი:

04/03/2021


იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსები გარნიანოში

მილანის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ცენტრი SLAM ატარებს იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებს, რომლებიც გაიმართება 2021 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეებში ქ. გარნიანოში (გარდას ტბაზე). კურსების ხანგრძლივობა 3 კვირას (84 საათს) შეადგენს.

კურსებზე სწავლის მსურველი უცხოელებისთვის გამოყოფილია 14 ადგილი. სწავლის მსურველთა ასაკი 18-25 წელია. გარდა ამისა, აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა, სულ მცირე, B1 დონეზე. კურსებზე სწავლის საფასური შეადგენს 500 ევროს, რაც მოიცავს ყველა ხარჯს, მგზავრობისა და არჩევითი კულტურული აქტივობების ხარჯების გარდა.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, არაუგვიანეს 2021 წლის 2 აპრილის 12:00სთ-მდე (იტალიური დროით).

კურსებზე სწავლის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1308