Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

მნიშვნელოვანი შეტყობინება პენსიონერებისთვის, რომლებიც პენსიას საქართველოში იღებენ

თარიღი:

17/02/2021


მნიშვნელოვანი შეტყობინება პენსიონერებისთვის, რომლებიც პენსიას საქართველოში იღებენ

მსოფლიოში არსებული საგანგებო ეპიდსიტუაციის გამო, INPS (სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტი) გატყობინებთ, რომ Citibank-თან შეთანხმებით, გაგრძელდა იმ პენსიონერების ცოცხლად ყოფნის შემოწმების ვადა, რომლებიც პენსიას უცხოეთში იღებენ. აქამდე დადგენილი ვადა (2021 წლის 5 თებერვალი), რომლის განმავლობაშიც პენსიონერებს უნდა გაეგზავნათ ცოცხლად ყოფნის დამადასტურებელი ფორმულარი, გაგრძელებულია 2021 წლის 7 მაისამდე.

იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების პროცედურა ამ ახალ ვადაში არ განხორციელდა, 2021 წლის ივნისის თვის პენსიის გადახდა იწარმოებს (ნაღდი ანგარიშსწორებით), რეზიდენტობის ქვეყანაში მოქმედ "Western Union"-ის სააგენტოში. იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი არ დაადასტურებს პენსიის პირადად მიღებასა ან ცოცხლად ყოფნას 2021 წლის 19 ივნისამდე, მას პენსიის გადახდა 2021 წლის ივლისის თვიდან შეუჩერდება.

გაცნობებთ, რომ დამატებითი და უფრო დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1305