აღმოსავლეთ პიემონტეს უნივერსიტეტი, მიგელ ჰერნანდესის სახელობის ელჩეს უნივერსიტეტთან (ესპანეთი), ნამურის უნივერსიტეტსა (ბელგია) და ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით, 2021/2023 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე ფარმაციისა და კოსმეტოლოგიის დარგში (ინგლისურ ენაზე). პროგრამა EMOTION ხორციელდება ერაზმუს მუნდუსის ფარგლებში და ითვალისწინებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ 12 სასწავლო სტიპენდიას, რაც მოიცავს სწავლის საფასურსა და საკუთრივ სტიპენდიას თვიურად 1000 ევროს ოდენობით ორწლიანი სამაგისტრო კურსის განმავლობაში.
შესაძლებელია კურსზე ჩარიცხვა სტიპენდიის მოთხოვნის გარეშე.
დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.