პადუისუნივერსიტეტის საერთაშორისო სტანდარტის მქონე და ინოვაციური კვლევების ხელშეწყობის პროგრამა "Supporting TAlent in ReSearch@University of Padova - STARS@UNIPD" ითვალისწინებს ორწლიანი, ინოვაციური და მაღალი საერთაშორისო დონის ინდივიდუალური კვლევების დაფინანსებას მეცნიერების 27 მიმართულებით, ნებისმიერი ასაკისა და ეროვნების მეცნიერ-მკვლევარებისთვის, ვისაც, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, დოქტორის წოდება მინიჭებული აქვს, სულ მცირე, 2 წლის (და არაუმეტეს 7 წლის) წინ.
განაცხადებისწარდგენა შესაძლებელი იქნება 2021 წლის 11 იანვრიდან 2021 წლის 12 აპრილის 13:00სთ-მდე (იტალიის დროით). დარეგისტრირება სავალდებულოა ონლაინ პლატფორმაზე: http://pica.cineca.it/ .
კონკურსის პირობების სანახავად იტალიურ ენაზე დააჭირეთ აქ.
კონკურსის პირობების სანახავად ინგლისურ ენაზე დააჭირეთ აქ.
დამატებითი დეტალების მისაღებად შესაძლებელია დაკავშირება ელ.ფოსტის მისამართზე: talent.stars@unipd.it
პადუის უნივერსიტეტის პროგრამა "Supporting TAlent in ReSearch @ University of Padova - STARS@UNIPD"
2020-12-30

Maeci
ადგილი:
Tbilisi