Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ბოლონიის უნივერსიტეტი: პროგრამა "ერაზმუს მუნდუსის" სასწავლო სტიპენდიები

თარიღი:

05/11/2020


ბოლონიის უნივერსიტეტი: პროგრამა

ევროპულ ლიტერატურაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის კურსი ჩართულია პროგრამაში "Erasmus + Erasmus Mundus Joint Master Degrees", რომელიც გასცემს სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოდან:

  • წლიურად 16.000 ევრომდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის;
  • წლიურად 22.000 ევრომდე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის.


ევროპული და არაევროპული ქვეყნების რვა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურებს შორის ურთიერთგაგებასა და აკადემიური ხარისხის ამაღლებას.

კურსის ხანგრძლივობა ორ წელს შეადგენს და სწავლების ენა სტუდენტის მიერ შერჩეული უნივერსიტეტის მიხედვით იცვლება. ორწლიანი პერიოდის დასრულების შემდგომ, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ორმაგი ან სამმაგი დიპლომი.

სწავლის მსურველებს უნდა გააჩნდეთ საუკეთესო აკადემიური მაჩვენებლები, დიპლომი ევროპულ ლიტერატურაში სამაგისტრო პროგრამის შესაბამის დისციპლინებში (ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, ენები). გარდა ამისა, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სულ მცირე, B1 დონეზე და პირველ შერჩეულ უნივერსიტეტში სწავლების ენის ცოდნა, სულ მცირე, B2 დონეზე.

სწავლის მსურველთა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 იანვარი.

დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
ბროშურის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1283