Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

INPS: უცხოეთში რეზიდენტი პენსიონერების ცოცხლად ყოფნის დადასტურების კამპანია

თარიღი:

28/10/2020


INPS: უცხოეთში რეზიდენტი პენსიონერების ცოცხლად ყოფნის დადასტურების კამპანია

Covid-19-ის გავრცელების გამო უცხოეთში რეზიდენტი პენსიონერების ცოცხლად ყოფნის დადასტურების კამპანიის გადავადებასთან დაკავშირებით, INPS (სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტი) ადასტურებს, რომ საბანკო ინსტიტუტმა CITIBANK-მა 2020 წლის ოქტომბრის თვიდან დაიწყო სამხრეთ, ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, შორეული აღმოსავლეთის, სკანდინავიის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და მოსაზღვრე ქვეყნებში (მათ შორის, საქართველოში) მცხოვრები პენსიონერების ცოცხლად ყოფნის დადასტურებასთან დაკავშირებული ფორმულარების გაგზავნა.

საქართველოში რეზიდენტ პენსიონერებს შევახსენებთ, რომ ცოცხლად ყოფნის დადასტურებასთან დაკავშირებული ფორმულარის ბინაზე მიღების შემდგომ, შემოწმების შესაბამისი პროცედურის გასავლელად, პენსიონერები უნდა გამოცხადდნენ იტალიის საელჩოში თბილისში შეთანხმებულ დროს (საელჩოში შეხვედრის შესათანხმებლად საჭიროა მოთხოვნის გაგზავნა ელ.ფოსტაზე consolato.tbilisi@esteri.it). ამის შემდგომ, პენსიონერებმა ჯეროვნად შევსებული, მათ მიერ და ასევე იტალიის საელჩოს მოხელის მიერ ხელმოწერილი მოწმობის დედანი, განმარტებით ბარათში მითითებულ ვადაში (2021 წლის 5 თებერვალი) უნდა გააგზავნონ საფოსტო მისამართზე: "PO Box 4873 Worthing BN99 3BG, United Kingdom", იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების პროცედურა აღნიშნულ ვადაში არ განხორციელდა, 2021 წლის მარტის თვის პენსიის გადახდა იწარმოებს (ნაღდი ანგარიშსწორებით), რეზიდენტობის ქვეყანაში მოქმედ "Western Union"-ის სააგენტოში, სადაც დაინტერესებული პენსიონერი პირადად უნდა გამოცხადდეს.

იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი არ დაადასტურებს პენსიის პირადად მიღებასა ან ცოცხლად ყოფნას 2021 წლის 19 მარტამდე, მას პენსიის გადახდა 2021 წლის აპრილის თვიდან შეუჩერდება.

იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერმა არ მიიღო CITIBANK-ის მიერ გამოგზავნილი ფორმულარი, მას შეუძლია მოსთხოვოს CITI-ს დახმარების სამსახურს ახალი ფორმულარის გამოგზავნა, ასევე, ელ. ფოსტის მეშვეობით.

CITI-ს დახმარების სამსახურთან დაკავშირება შესაძლებელია:
- მეილის მეშვეობით, რომელიც იგზავნება ელ. ფოსტის მისამართზე inps.pensionati@citi.com;
- სატელეფონო ნომერზე +39 02 69 43 0693 ან განმარტებით ბარათში მითითებულ სხვა სატელეფონო ნომერზე დარეკვით;
- ვებგვერდის www.inps.citi.com მეშვეობით.


ადგილი:

Tbilisi

1282