Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ონლაინ პორტალი Export.gov.it, რომელიც ექსპორტის ხელშეწყობის სერვისებთან გამარტივებული წვდომის მიზნით შეიქმნა

თარიღი:

24/09/2020


ონლაინ პორტალი Export.gov.it, რომელიც ექსპორტის ხელშეწყობის სერვისებთან გამარტივებული წვდომის მიზნით შეიქმნა

ამოქმედდა ონლაინ პორტალი Export.gov.it, რომლის მეშვეობით იტალიურ კომპანიებს ექსპორტის სფეროში გარკვევა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის სერვისებთან წვდომა გაუმარტივდებათ.

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი პორტალი დამხმარე მექანიზმია როგორც იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უცხოურ ბაზარზე შესვლით, ასევე მათთვის, ვინც ამგვარ ბაზარზე უკვე წარმოდგენილია და ახლა ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. პორტალი შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებს, უფრო ადვილად მიიღონ საკუთარი კომპანიის საჭიროებებზე მორგებული სერვისები და გამოიყენონ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს, სააგენტოების ICE-ს, SACE-სა და SIMEST-ის მიერ შეთავაზებული საინფორმაციო და საგანმანათლებლო დამხმარე ინსტრუმენტები (უახლოეს მომავალში ამ ინიციატივას იტალიის რეგიონები და სავაჭრო პალატებიც შეურთდებიან).

გარდა ამისა, ამ ინოვაციური პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია უცხოურ ბაზარზე შესვლის დაგეგმვა, დეტალური მასალების ჩამოტვირთვა და ინდივიდუალური კონსულტაციის მიღება.


ადგილი:

Tbilisi

1270