ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

სტიპენდია იტალიაში სასწავლებლად

გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს.

2020-2021 აკადემიური წლისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ სტიპენდიის განახლება. საქართველოსთვის გამოყოფილია 1 (ერთი) ამგვარი სტიპენდია, რომლის ხანგრძლივობა 9 თვეს, რაოდენობა კი თვიურად 900 ევროს შეადგენს. სტიპენდიის გამოყენება შესაძლებელია 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 31 ივლისამდე.

მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ და მხოლოდ პორტალის Study in Italy მეშვეობით, 2020 წლის 2 ოქტომბრის 14:00 საათამდე იტალიის დროით (16:00 საათამდე საქართველოს დროით). აღნიშნულ პორტალზე განთავსებულია, როგორც განაცხადის წარდგენის პირობები, ასევე, უცხოელი სტუდენტებისთვის ყველა სასარგებლო ინფორმაცია.

პორტალზე დარეგისტრირებისთვის დააჭირეთ აქ.
იტალიურ ენაზე ოფიციალური შეტყობინების სანახავად დააჭირეთ აქ.
ინგლისურ ენაზე ოფიციალური შეტყობინების სანახავად დააჭირეთ აქ.

დაგვიკავშირდით მხოლოდ და მხოლოდ ელ.ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართებზე:
– პორტალზე განაცხადის ატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში: borsedistudio@esteri.it (იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიური სისტემის პოპულარიზაციის მთავარი დეპარტამენტი, VII სამმართველო – იტალიური ენისა და საგამომცემლო საქმიანობის პოპულარიზაცია, უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაცია და სასწავლო სტიპენდიები);
– სხვა საკითხებზე: tbilisi.lettorato@esteri.it (იტალიურ და ინგლისურ ენებზე).