Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

სასარის უნივერსიტეტში დოქტორანტურის კურსებზე სწავლის შესაძლებლობა

თარიღი:

24/07/2020


სასარის უნივერსიტეტში დოქტორანტურის კურსებზე სწავლის შესაძლებლობა

დაიწყო სასარის უნივერსიტეტში XXXVI ციკლის (დასაწყისი: 2020 წლის 1 ნოემბერს) დოქტორანტურის 10 სხვადასხვა კურსზე სწავლის მსურველთა ჩარიცხვა.

სასარის უნივერსიტეტი დოქტორანტურის კურსებზე სწავლის მსურველებს 54 სასწავლო სტიპენდიას სთავაზობს. თითოეული სტიპენდიის ოდენობა წლიურად დაუბეგრავ 15.343,28 ევროს შეადგენს.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 3 აგვისტოს 13:00 საათამდე (იტალიური დროით), მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შემდეგ ბმულზე: https://uniss.esse3.cineca.it

კონკურსისა და მასში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

sassari logo


ადგილი:

Tbilisi

1261