21 ივნისიდან იწყება ფესტივალი Estate all'italiana, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც შეიქმნა ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიური ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების პოპულარიზაციის მიზნით და ხორციელდება ასოციაცია ItaliaFestival-სთან თანამშრომლობით, რომელიც აერთიანებს იტალიის ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ, თეატრალურ, ცეკვისა და პერფორმანსის ფესტივალებს.
ფესტივალი Estate all'italiana ნამდვილი საჩუქარია მუსიკისა და სპექტაკლების მოყვარულთათვის: ორი თვის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ 20-ზე მეტი კონცერტი და თეატრალური წარმოდგენა (ჩართვა შესაძლებელია, როგორც ლაივსტრიმის რეჟიმში, ასევე, 48 საათის განმავლობაში).
ფესტივალის პირველი დღე ემთხვევა მუსიკის დღესასწაულს და აღინიშნება რავენის ფესტივალის გახსნითი კონცერტით, რომელიც იტალიაში თეატრებისა და საკონცერტო დარბაზების ხელახალი გახსნის შემდეგ, მსმენელის თანდასწრებით გამართული პირველი კონცერტი იქნება და ჩატარდება ყველა პრევენციული წესის დაცვით). სცენაზე წარსდგებიან სოპრანო როზა ფეოლა და ლუიჯი კერუბინის სახ. ახალგაზრდული ორკესტრი, რომელსაც სახელგანთქმული მაესტრო რიკარდო მუტი უდირიჟორებს. პროგრამაშია სკრიაბინისა და მოცარტის ნაწარმოებები. კონცერტი ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: www.ravennafestival.live (რეგისტრაცია სავალდებულოა). დასაწყისი: 21 ივნისი, კვირადღე, 21:30სთ (იტალიის დროით). არ გამოგრჩეთ!
ფესტივალი Estate all'italiana: 20-ზე მეტი კონცერტი და წარმოდგენა ლაივსტრიმის რეჟიმში
2020-06-19

Maeci
ადგილი:
Tbilisi