Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

საკონსულო განყოფილებაში წინასწარი ჩაწერით მოქალაქეთა მიღების განახლება

თარიღი:

19/06/2020


საკონსულო განყოფილებაში წინასწარი ჩაწერით მოქალაქეთა მიღების განახლება

კორონავირუსის (Covid-19) გამო შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებიდან გამომდინარე, ორშაბათიდან, 22 ივნისიდან განახლდება მოქალაქეთა მიღება თბილისში იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში.
ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობის გაძლიერების მიზნით, მოქალაქეთა მიღება იწარმოებს მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. შეხვედრის დასაჯავშნად მოგვწერეთ ელ.ფოსტის მისამართზე: tbilisi.infocons@esteri.it .
შეგახსენებთ, რომ საკონსულო განყოფილებაში შემოსვლა დაიშვება მხოლოდ პირბადით, თერმოსკრინინგისა და ხელების სადეზინფექციო საშუალებით დამუშავების შემდგომ.
ასევე შეგახსენებთ, რომ სასურველია საკონსულო მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს ბარათით (რაც ვირუსის გავრცელების პრევენციულ ზომას წარმოადგენს).
საგანაგებო სიტუაციებისთვის მოქმედებს საელჩოს 24 საათიანი სატელეფონო ნომერი: იტალიიდან: +995.595.500206; საქართველოდან: +995.595.500206 (მობილური ტელეფონიდან) ან 0.595.500206 (ქალაქის ფიქსირებული ტელეფონიდან).


ადგილი:

Tbilisi

1248