COVID.19-ით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, ამჟამად მიმდინარეობს იმ ნორმატივების გადახედვა, რომელიც არეგულირებს 2020 -2021 სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტების საერთაშორისო მობილობას, იტალიის უმაღლეს საგანმანათლებო კურსებზე ჩარიცხვას, იტალიაში შესვლას და იქ ცხოვრებას.
ახალი რეგულაციების გამოქვეყნებამდე, ასოციაცია UNI-ITALIA და CRUI-ის (იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია) შეთანხმებით ხელმისაწვდომი გახდა შემდეგი ვებ-გვერდი “landing page” იხილეთ ლინკი:
https://uniitalia.studioware.it/registration-form
აღნიშნული გვერდის საშუალებით უცხოელი სტუდენტები გაივლიან რეგისტრაციას სასწავლო დაწესებულების და მათთვის სასურველი კურსის მითითებით, შესაბამისად მიიღებენ განახლებულ ინფორმაციას იტალიში შესვლის, სწავლის და იქ ყოფნის შემდგომი ეტაპების შესახებ.
იტალიის უმაღლეს საგანმანათლებო კურსებზე წინასწარი ჩარიცხვა, 2020 -2021 აკადემიური წელი
2020-05-28

Maeci
ადგილი:
Tbilisi