Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) იტალიური ფლაგმანი ITS Fasan შემოვიდა

თარიღი:

08/04/2020


ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) იტალიური ფლაგმანი ITS Fasan შემოვიდა

2020 წლის 7-9 აპრილს ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, ნატო-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივ წრთვნებს ჩაატარებენ.

ეს ხომალდებია: იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფლაგმანი ITS Fasan (იტალია), HMCS Fredericton (კანადა), TCG Salihreis (თურქეთი), ROS Regina Maria (რუმინეთი) და BGS Verni (ბულგარეთი).

როგორც ITS Fasan-ს მეთაური კონტრ-ადმირალი პაოლო ფანტონი აღნიშნავს, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთმოქმედების დონის ამაღლების კუთხით.

შენაერთის ვიზიტი ხორციელდება კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ზომებისა და ეკიპაჟებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების სრული დაცვით.

იტალია ამაყობს იმით, რომ უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მეთაურობს ამგვარ საპორტო ვიზიტს და სასწავლო-საწრთვნელ აქტივობას, რომელიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია (შეგახსენებთ, რომ ნატოს მუდმივმოქმედი მეორე შენაერთის საფლაგმანო ხომალდი „Vesuvio" საქართველოს პორტს გასული წლის ოქტომბერში ესტუმრა).


ადგილი:

Tbilisi

1236