Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

პასპორტის, პირადობის მოწმობის, მართვის მოწმობის, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადისა და იტალიაში ყოფნის (ვიზით თუ ვიზის გარეშე) პერიოდის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მითითებები

თარიღი:

08/04/2020


პასპორტის, პირადობის მოწმობის, მართვის მოწმობის, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადისა და იტალიაში ყოფნის (ვიზით თუ ვიზის გარეშე) პერიოდის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მითითებები

იტალიის საელჩო საქართველოში მიმართავს თხოვნით საელჩოს ვებგვერდის მომხმარებლებს, ყურადღებით გაეცნონ 2020 წლის 17 მარტის N18 დეკრეტით განსაზღვრულ ნორმებს (იხ. ე.წ. „Cura Italia", კერძოდ, მუხლი N104).

პასპორტის, პირადობის მოწმობისა და მართვის მოწმობის მოქმედების ვადის გახანგრძლივება

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, იტალიის მთავრობის აღნიშნული დეკრეტით განისაზღვრა შემდეგი: ექსპატრიაციისა და საზღვრის კვეთის შემთხვევის გარდა, იტალიის სახელმწიფოს მიერ გაცემული პასპორტის, პირადობის მოწმობისა (ქაღალდის თუ ელექტრონული ფორმატის) და მართვის მოწმობის ვადა, რომლის მოქმედება იწურება 2020 წლის 31 იანვრიდან, გაგრძელებულია 2020 წლის 31 აგვისტომდე.

უცხოეთის მოქალაქეების იტალიაში ბინადრობის ნებართვისა და იტალიაში ყოფნის (ვიზით თუ ვიზის გარეშე) პერიოდის გახანგრძლივება

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოეთის მოქალაქისთვის იტალიაში გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადა, რომლის მოქმედება იწურება 31 იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდში, გაგრძელებულია 2020 წლის 15 ივნისამდე.

გარდა ამისა, უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში იმყოფებიან ვიზით თუ ვიზის გარეშე და რომელთა იტალიაში ყოფნამ ნებადართულ პერიოდს გადააჭარბა არსებული ფორს-მაჟორული მდგომარეობის გამო, არ ესაჭიროებათ დამატებითი ფორმალობების გავლა და მათ ინტერესებს ზიანი არ მიადგება. გასათვალისწინებელია, რომ უცვლელი რჩება ვალდებულება, უცხოეთის მოქალაქეებმა დატოვონ იტალიის ტერიტორია ამჟამად მოქმედი ხელისშემშლელი გარემოებების აღმოფხვრისთანავე.

დამატებითი განმარტებებისთვის მიმართეთ იტალიის საელჩოს საქართველოში.


ადგილი:

Tbilisi

1235