Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) განცხადებით, იმის მტკიცებულება, რომ საკვები შეიძლება იყო კორონავირუსით დაინფიცირების ან დაავადების გადადების წყარო, არ არსებობს

თარიღი:

19/03/2020


ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) განცხადებით, იმის მტკიცებულება, რომ საკვები შეიძლება იყო კორონავირუსით დაინფიცირების ან დაავადების გადადების წყარო, არ არსებობს

ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტო (EFSA) აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ საკვები შეიძლება იყოს ახალი კორონავირუსით (Covid-19) დაინფიცირების წყარო. სააგენტოს სამეცნიერო დირექტორის მარტა ჰუგასის თქმით, „ისეთი მონათესავე კორონავირუსების აფეთქებებიდან მიღებული გამოცდილება, როგორებიცაა მწვავე რესპირატორული სინდრომი SARS-CoV და ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომი MERS-CoV, აჩვენებს, რომ საკვების მიღებით კორონავირუსის გადადება არ ხდება. ამ დროისათვის არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ამ თვალსაზრისით განსხვავებულია“.
ევროპის სურსათისუვნებლობის სააგენტოს განცხადების სანახავად დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1229