ტურინის უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს 2020/2021 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად 15 ორწლიან სტიპენდიას სთავაზობს. თითოეული სტიპენდიის ოდენობა წლიურად 9000 ევროს შეადგენს.
სტიპენდიები შემდეგნაირად განაწილდება:
- ა) 3 სტიპენდია განკუთვნილია მექსიკის მოქალაქეებისათვის;
- ბ) 3 სტიპენდია გამოყოფილია იაპონიის მოქალაქეებისათვის;
- გ) 4 სტიპენდია გაიცემა აფრიკის ქვეყნების (ალჟირის, კამერუნის, გაბონის, მალის, მაროკოს, კონგოს, რუანდას, სელეგალისა და ტუნისის) მოქალაქეებზე;
- დ) 5 სტიპენდია განკუთვნილია სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
განაცხადის წარდგენა შეუძლია იმ უცხოელ სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: არ არის იტალიის მოქალაქე და იტალიაში რეზიდენტი პირი, აქვს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლებად აუცილებელი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და GRE ზოგადი ტესტის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია არაუმეტეს 5 წლის წლის განმავლობაში.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. განაცხადის წარდგენის ვადაა: 2020 წლის 30 აპრილი.
კონკურსის პირობების იტალიურ ენაზე სანახავად დააჭირეთ აქ.
კონკურსის პირობების ინგლისურ ენაზე სანახავად დააჭირეთ აქ.